1. საგარანტიო დოკუმენტაცია

1.1 პროდუქტის შეძენისას მყიდველს გადაეცემა საგარანტიო ვაუჩერი.

1.1.1 მყიდველის მიერ ვაუჩერის დაკარგვის შემთხვევაში საგარანტიო პირობები არ განხორციელდება.

1.1.1.1 საწარმო არ ინახავს ვაუჩერის ასლს.

2. საგარანტიო მომსახურების მიღების პროცედურა

2.1 საგარანტიო მომსახურების მისაღებად, მყიდველმა უნდა წარმოადგინოს: საგარანტიო ვაუჩერი.

2.2 საგარანტიო ვალდებულება არ შესრულდება შემდეგ შემთხვევაში:

. საგარანტიო ვაუჩერი არ არის წარმოდგენილი ან დაკარგულია.

. თუ საგარანტიო ვადა ამოწურულია

. თუ საგარანტიო ვაუჩერში მონაცემები შეცვლილია, წაშლილია ან გადაკეთებულია.

2.3 მომსახურების მოთხოვნისას, მყიდველმა შპს „ბრენდლუქსს“ უნდა მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია დეფექტის შესახებ.

3.საგარანტიო პერიოდი და მოქმედება

3.1 საგარანტიო პერიოდი იწყება პროდუქტის მყიდველისთვის გადაცემის დღიდან და გრძელდება 2 წლის განმავლობაში.

3.2 საგარანტიო პირობები ვრცელდება მხოლოდ იმ პროდუქტებზე, რომლების წარმოებულია უშუალოდ შპს „ბრენდლუქსის“ მიერ.

3.3 მყიდველმა უნდა აცნობოს გამყიდველს ნაკლოვანებების შესახებ გონივრულ ვადაში.

3.4 შპს „ბრენდლუქსი“ პასუხისმგებელია მხოლოდ იმ ნაკლოვანებებზე, რომლებიც არსებობდა პროდუქციის გადაცემის მომენტში და გამოვლინდა შემდეგში.

3.5 სავაჭრო ობიექტში ნივთის შეძენისას გთხოვთ შეამოწოთ შერჩეული ნივთის ვიზუალური მდგომარეობა „ბრენდლუქსის“ წარმომადგენელის თანდასწრებით. ვიზუალური (შემდგომში ქარხნული დეფექტი ან/და წარმოების ხარვეზი) დეფექტის აღმოჩენის შეთხვევაში, ნივთი შეიცვლება  გაყიდვაში არსებული იმავე ნივთით ან მოხდება აღნიშნული დეფექტის აღმოფხვრა წინამდებარე საგარანტიო  პირობების შესაბამისად.

3.5.1 მყიდველმა უნდა მიმართოს შპს „ბრენდლუქსს“ საწარმოს ქარხნული დეფექტის პრეტენზიით არაუვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში პროდუქციის მიღებიდან.

3.5.2 სამ დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ქარხნული დეფექტის პრეტენზიები არ მიიღება.

4. დეფექტის შეფასება

4.1 საწარმო უფლებამოსილია ჩართოს საკუთარი ექსპერტი (შემდგომში ექსპერტი) დეფექტის წარმოშობის დასადგენად.

4.2 ექსპერტი დაადგენს არის თუ არა დეფექტი წარმოების ხარვეზი, მიზანმიმართული დაზიანება, მყიდველის დაუდევრობის ან/და მის მიერ შეკეთების მცდელობით გამოწვეული, თუ ექსპლუატაციის წესების დარღვევით გამოწვეული.

4.3 ექსპერტი აგრეთვე ადგენს რამდენად არის შესაძლებელი დეფექტის აღმოფხვრა.

5. შპს „ბრენდლუქსის“ ვალდებულებები

5.1 საგარანტიო პირობებში შპს „ბრენდლუქსი“ ვალდებულია განახორციელოს დეფექტური პროდუქტის შეკეთება, რესტავრაცია ან ნივთი შეიცვლოს  გაყიდვაში არსებული იმავე ნივთით.

5.1.1 ნივთის შეიცვლა  გაყიდვაში არსებული იმავე ნივთით ხდება მხოლოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც დეფექტი არ ექვემდებარება შეკეთებას და აუცილებელია პროდუქტის შეცვლა.

5.1.2 შპს „ბრენდლუქსის“ექსპერტი ადგენს რამდენად არის შესაძლებელი დეფექტის აღმოფხვრა და გადაწყვეტილება პროდუქტის შეცვლასთან დაკავშირებით მიიღება არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.

6. საგარანტიო შეზღუდვები

6.1 საგარანტიო პირობები ვრცელდება მხოლოდ გასაშლელ ლითონის მექანიზმსა და ჩარჩოს კონსტრუქციაზე.

6.2 საგარანტიო პირობები არ ვრცელდება: მიზანმიმართულ დაზიანებაზე, მყიდველის მიერ ნივთის დაუდევრობთ დაზიანებაზე, მყიდველის მიერ ნივთის შეკეთების მცდელობით დაზიანებაზე ან არასწორი ექსპლუატაციით წარმოშობილ დეფექტებზე.

7. მყიდველის ვალდებულებები

7.1 მყიდველმა მიზანმიმართულად არ უნდა დააზიანოს ნივთი, არ უნდა სცადოს თვითნებური შეკეთება.

7.2 მყიდველმა არ უნდა გამოიჩინოს დაუდევრობა.

7.3 როდესაც ექსპლუატაციას შპს „ბრენდლუქსი“ თავად ანხორციელებს პროდუქტის  მყიდველისთვის გადაცემად ითვლება მისამართზე მიტანის ( მომსახურეობა არ ითვალისწინებს ატანის სერვისს) და მისთვის ჩაბარების მომენტი.

7.3.1 მყიდველმა უნდა დაიცვას პროდუქტის ექსპლუატაციის წესები, როდესაც იგი ექსპლუატაციას თავად ანხორციელებს.