წინამდებარე საგარანტიო ტალონი გაცემულია ,,მომხმარებლის უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის დებულებათა გათვალისწინებით, რომელშიც დეკლარირებულია თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები.

,,www.brandlux.ge –  შპს ემემ სტაილი  (ს/კ 446997439)’’ ადასტურებს, რომ თქვენს მიერ შეძენილი ნივთი ტექნიკურად გამართულია.

მაღაზიაში ნივთის შეძენისას გთხოვთ შეამოწმოთ შერჩეული ნივთის ვიზუალური მდგომარეობა ,,www.brandlux.ge –  შპს ემემ სტაილი  (ს/კ 446997439)’’ წარმომადგენლის თანდასწრებით. ვიზუალური დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, ნივთი შეიცვლება შეცვლის მომენტში გაყიდვაში არსებული იმავე ნივთით და თუ იმავე ნივთით შეცვლა შეუძლებელია მისი მარაგის ამოწურვის გამო,  კომპანია შემოგთავაზებთ იმავე ან მსგავსი ფუნქციის, ხარისხის და ფასის მქონე  ნივთს.

თქვენ უნდა დაიცვათ ნივთის მწარმოებლის მიერ შემუშავებული ექსპლუატაციის წესები თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ  ნივთის  გადმოცემასთან ერთად თქვენზე გადმოდის მისი შემთხვევით დაღუპვის (განადგურების),  გაფუჭების ან დაზიანების რისკი იმ შემთხვევაშიც თუ, მას თქვენი დავალებით გადამზიდავი აგზავნის. ხსენებული რისკები თქვენზე გადმოვა  ნივთის გადამზიდავისთვის მიწოდების მომენტიდან.

წინამდებარე საგარანტიო პირობები ძალაში შედის ნივთის გაყიდვის მომენტიდან და მოქმედებს 2 (ორი) წლის განმავლობაში. საგარანტიო ტალონი მოქმედებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე

ქარხნული დეფექტის მქონე ნივთის ფასის შემცირება ან დაბრუნება

თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ნივთის ფასის შემცირება ან დააბრუნოთ შეძენილი ნივთი ერთ-ერთი შემდეგი პირობის არსებობისას:

  • შეძენილი ნივთის ბუნებიდან გამომდინარე მისი შეკეთება და შეცვლა შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს;
  • თუ ვერ იქნა უზრუნველყოფილი ნივთის შეკეთება ან შეცვლა თქვენს მიერ შესაბამის სერვისცენტრში მიტანიდან 45 (ორმოცდახუთი) სამუშაო დღის ვადაში;

საგარანტიო ვალდებულება არ შესრულდება ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში:  

  • საგარანტიო ტალონი არ არის წარმოდგენილი/დაკარგულია;
  • საგარანტიო ტალონზე კომპანიის სავაჭრო ობიექტის (მაღაზიის) ბეჭდის უქონლობისას;
  • თუ საგარანტიო ტალონზე სერიული ნომერი გადასწორებულია;
  • საგარანტიო ტალონში ან საქონლის კორპუსზე არ იკითხება ამ ამძვრალია სერიული ნომერი/იმეი კოდი;
  • თუ საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილია, წაშლილია ან გადაკეთებულია;
  • თუ საგარანტიო ვადა ამოწურულია;

საგარანტიო მომსახურებას არ ექვემდებარება:

  • ნებისმიერი ვიზუალური დეფექტი ან მექანიკური დაზიანება;
  • არასწორი ექსპლუატაციისა და შენახვის წესების დარღვევის გამო დაზიანება;
  • დაზიანება გამოწეულია არაკომპეტენტური პირის მიერ (სერვისცენტრის ოსტატის გარეშე) განხორცილებული სარემონტო ან/და სამონტაჟო სამუშაოების არაკვალიფიციური შესრულებით;
  • დეფექტები გამოწვეული ნივთის კონსტრუქციაში თვითნებური ცვლილებების შეტანის შედეგად;
  • ნივთი დაზიანდა კომერციული დანიშნულებით გამოყენებისას;
  • ნივთი დაზიანდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნით (არასაყოფაცხოვრებო) გამოყენების გამო;

ბოლო განახლება: 18.01.2025